იამემინ ალლენი........იასემინ ალენი დაიბადა 1989 წლის 10 ივლისს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის დუდლი ალენის და ბრიტანელი (მოგვიანებით ბრიტანელ-თურქი) მსახიობის და მომღერლის სუნა ილდიზოღლუს ქალიშვილი.[6][7] მას ჰყავს ძმა სახელად ქაანი.[7][8] მისი ოჯახი გადმოვიდა თურქეთში, როდესაც იგი სამი თვის იყო.[7] დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ალენი დედასთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა.[9] იქ დადიოდა კინოს, ტელევიზიის, დრამის და იაპონურის კურსებზე.[7] მან მოიპოვა ავსტრალიის წამყვანი უნივერსიტეტის ქუინსლენდის უნივერსიტეტის სტიპენდია.[9] თვრამეტი წლის ასაკში დაბრუნდა უკან თურქეთში.[7] შემდეგ დაამთავრა მუჟდათ გეზენის კონსერვატორია თეატრალური ხელოვნების ხარისხით.[10]
ალენს ურთიერთობა ჰქონდა Hayat Devam Ediyor სერიალის მოთამაშესთან ონურ თუნასთან, სერიალის გადაღების დროს. მაგრამ მალე ერთმანეთს დაშორდნენ. 2015 წლიდან ურთიერთობაშია არმაღან ოღუზთან.[11]იასემინ ალენი L'Oréal კონკურსის ფინალისტი იყო.[9] ამავე წელს მთავარი როლი ითამაშა თურქულ ტელესერიალში Elif (ელიფი).[8] 2010 წელს მან შეასრულა ელენას როლი სერიალ Kavak Yelleri და ჯულიეტას როლი სხვა სერიალში Yerden Yüksek. 2011 წელს შეასრულა ფელინ აქჩას როლი სერიალში Hayat Devam Ediyor. 2013 წელს შეასრულა ირმაქ თუნალის როლი სერიალ „Merhamet“-ში. ამავე წელს გამოჩნდა სავაჭრო საიტის N11.com რეკლამაში.[9]
2013 წელს, იასემინ ალენმა თურქ მომღერალ ოზჯან დენიზთან ერთად, ითამაშა ოზჯანის სადებიუტო ფილმში Su ve Ateş (წყალი და ცეცხლი), სადაც შეასრულა მთავარი იაღმურ ეფეს როლი.[12] მას შემდეგ ითამაშა დეფნე სულთანის (ფათმა ჰასეკი სულთანი) როლი, თურქულ დრამატულ სერიალში დიდებული საუკუნე (Muhteşem Yüzyıl).[13] იმავე წელს მან ითამაშა სიბელის როლი ტელესერიალ Şeref Meselesi, ხოლო 21-ე ეპიზოდში მისი როლის ქალი დახვრიტეს და ამით დასრულდა მისი როლი ამ სერიალში.
Комментариев нет:
Отправить комментарий