суббота, 14 декабря 2019 г.

ცისფერ თვალება ბიჭი კოსმოსიდან თოლგა სარითაში თოლგა სარითაში (თურქ. Tolga saritaş) — თურქი მსახიობი. ისტორიულ სერიალ „დიდებული საუკუნის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი.

დაიბადა 1991 წლის 1 იანვარს. 2009 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, თეატრის მსახიობი გახდა, თუმცა ცოტა ხანში ის უკვე ტელე-ეკრანებზეც გამოჩნდა. მან რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა. 2013 წელს მიიწვიეს სერიალ „დიდებულ საუკუნეში“. მას ამ სერიალმა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. იგი თამაშობს შეჰზადე ჯიჰანგირის როლს. მის პერსონაჟს აქვს კუზი, ამიტომ არც ტახტის მემკვიდრედ მოიაზრება. ჯიჰანგირი კვდება 125 სერიაში, ძმა მუსტაფაზე დარდით.ახალგაზრდა თურქმა მსახიობმა ტოლგა სარიტაშმა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როლით ''დიდებულ საუკუნეში'', მისცა ინტერვიუ HT Magazin-ს.

-ვინ არის ტოლგა სარიტაში, რომელმაც ასე კარგად შეასრულა ჯიჰანგირის მემკვიდრის როლი?
-მე 25 წლის ვარ, ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. მყავს ორი უმცროსი ძმა. ღია ვარ ყველა სიახლისთვის, მიყვარს სწავლა. ჩემი, როგორც მსახიობის, პირველი როლი იყო სამოყვარულო თეატრში. შემდეგ მე შემომთავაზეს უფრო დიდი როლები სერიალებში.გარდა ამისა, მხატვრულ ფილმებში, რამდენიმე მეორე ხარისხოვანი როლი მქონდა.

-გაქვთ სამსახიობო განათლება?
-მე არ მიმიღია განათლება კლასიკური თვალსაზრისით. მაგრამ ვმუშაობდი ისეთ გამოცდილ მსახიობებთან, რომ შემიძლია ვთქვა: ''მე რაღაც გამეგება!''

-როდის გადაწყვიტეთ მსახიობობა?
-თეატრში 12 წლიდან დავიწყე მონაწილეობის მიღება. რამდენადაც მახსოვს ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. არ იყო ისეთი წუთი, როდესაც საკუთარ თავს ვუთხარი: ''მორჩა ყველაფერი გადავწყვიტე, მე მსახიობი ვიქნები!'' მე ყოველთვის ვიცოდი ეს და მუდმივად მივდიოდი მისკენ.

-თქვენ იცნობდით ოსმალების ისტორიას? წაკითხული გქონდათ რამე ამ პერიოდის შესახებ გადაღებების დაწყებამდე?-ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ისტორიით. მაგრამ სულთან სულეიმანის მმართველობის პერიოდის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. გადაღებებამდე წავიკითხე რამდენიმე ისტორიული წიგნი და ვუყურე ბევრ დოკუმენტურ ფილმს ამ ეპოქის შესახებ. მე კარგად მოვემზადე.

-ჰიურემ სულთანი ისტორიაში შევიდა, როგორც ამბიციური, ცბიერი და დაუნდობელი ქალი. რას ნიშნავს თქვენთვის ამბიცია?
-ამბიცია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის. მეც ასევე ამბიციური ვარ იმდენად, რომ კარგი მსახიობი გავხდე. მაგრამ მე არ ვარ პატივმოყვარე და ამაყი.

-რითი ხართ გატაცებული, გარდა მსახიობობისა?
-მიყვარს მუსიკა. ვუკრავ გიტარაზე, განსაკუთრებით ლიცეუმში სწავლის დროს მე დიდი დროს ვუთმობდი მუსიკას.-ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ისტორიით. მაგრამ სულთან სულეიმანის მმართველობის პერიოდის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. გადაღებებამდე წავიკითხე რამდენიმე ისტორიული წიგნი და ვუყურე ბევრ დოკუმენტურ ფილმს ამ ეპოქის შესახებ. მე კარგად მოვემზადე.

-ჰიურემ სულთანი ისტორიაში შევიდა, როგორც ამბიციური, ცბიერი და დაუნდობელი ქალი. რას ნიშნავს თქვენთვის ამბიცია?
-ამბიცია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის. მეც ასევე ამბიციური ვარ იმდენად, რომ კარგი მსახიობი გავხდე. მაგრამ მე არ ვარ პატივმოყვარე და ამაყი.

-რითი ხართ გატაცებული, გარდა მსახიობობისა?
-მიყვარს მუსიკა. ვუკრავ გიტარაზე, განსაკუთრებით ლიცეუმში სწავლის დროს მე დიდი დროს ვუთმობდი მუსიკას.


Комментариев нет:

Отправить комментарий