суббота, 14 декабря 2019 г.

ჩვენი პირველი მსახიობი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი გოგონააა რომელსაც ძლიან ბევრ სერიალში მიუღია მონაწილეობა და ეს არის ჰანდე ერჩელი.
                                                                                                                                                                                    
თურქი მსახიობი ქალი, ჰანდე ერჩელი, ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალებიდან “ნარჩიტა”, “სიყვარულს სიტყვების არ ესმის”, “შავი მარგალიტი” და “გუნეშის ქალიშვილები”. დღეს ჰანდე თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული და უამრავი ფანი ჰყავს. ის ძალიან უყვართ ჟურნალისტებსაც, რადგან საოცრად გულღიაა და უყვარს საინტერესო ამბების მოყოლა.ჰანდე ერჩელი 1993 წლის 24 ნოემბერს თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა. გოგონამ ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა სამსახიობო ნიჭი და სასკოლო თეატრის თითქმის ყველა დადგმაში მონაწილეობდა.
ჰანდეს ჰყავს უფროსი და, გამზე, რომელიც ასევე ცდილობდა, ძალები სამსახიობო ხელოვნებაში მოესინჯა. გოგონებს შორის ასაკში სხვაობა წელიწადზე ნაკლებია და მათ აღიარეს, რომ ერთი პერიოდი თავს ტყუპებადაც ასაღებდნენ.                                                                ერჩელის მამა სავაჭრო სფეროშია დაკავებული, დედა კი დიასახლისი გახლავთ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჰანდემ სწავლა სტამბულის ხელოვნების უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა. 19 წლის ასაკში სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანში ჩატარდა. მომხიბვლელ ლამაზმანს ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა. ამ წარმატების შემდეგ ჰანდეს ხშირად იწვევდნენ პრიალა ჟურნალები ფოტოსესიებზე.
პირველად, როგორც მსახიობი, ეკრანებზე საპნის ოპერა “ნარჩიტაში” გამოჩნდა მცირე როლით. შემდეგი კი უფრო მნიშვნელოვანი იყო – მრავალსერიიან სატელევიზიო პროექტში “გუნეშის ქალიშვილები” სელინ ილმაზის როლი მოირგო.
ამ პროექტმა ჰანდეს ნამდვილი აღიარება მოუტანა. სერიალში რომ მოხვედრილიყო, მას რამდენიმე სინჯის გავლა მოუხდა. გარდა ამისა, პროდიუსერებმა სასწრაფოდ წონაში დაკლება მოსთხოვეს, რადგან კარგად ჩაპუტკუნებული გახლდათ, მისი გმირი კი საკმაოდ სექსუალური უნდა ყოფილიყო. ერთ კვირაში ჰანდემ 5 კილოს დაკლება შეძლო და სერიალში განსახიერებული როლისთვის ბევრი ჯილდოც დაიმსახურა.
მომდევნო სერიალმა, “სიყვარულს სიტყვების არ ესმის”, რომელშიც ჰაიათის როლი შეასრულა, აღიარება არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებგარეთაც მოუტანა. ამას მოჰყვა 2017 წელს გადაღებული საკმაოდ გახმაურებული სერიალი “შავი მარგალიტი”. მასში განსახიერებული ჰაზალის როლისათვის ჰანდე ერჩელმა თურქეთში წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მოიპოვა.ჰანდე კომუნიკაბელური და გახსნილია, ძალიან უყვარს ინტერვიუების მიცემა და ყოველთვის მზად არის, რაიმე საინტერესო მოუყვეს საკუთარ თავზე ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს.
მიუხედავად პოპულარობისა, მსახიობი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ოჯახია. გიჟდება მოგზაურობაზე და უყვარს ბიონსეს სიმღერების მოსმენა.
ცნობილი ფაქტია, რომ ჰანდე ერჩელს რომანი ჰქონდა მსახიობ ექინ მერთ დაიმაზთან. წყვილი ერთმანეთს სკანდალისა და ხმაურის გარეშე დაშორდა. მსახიობის ფანებმა მათი დაშორების შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა თავიანთ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის სურათები და გვერდები ორივემ გააუქმა.
პრესა მალევე ალაპარაკდა ჰანდეს და თოლგა სარითაშის რომანის შესახებ. ეს მსახიობი ცნობილია სერიალებიდან “დიდებული საუკუნე” და “გუნეშის ქალიშვილები”.გთავაზობთ ინტერვიუს ჰანდე ერჩელთან, რომელიც თურქულ პრესაში გამოქვეყნდა:
– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის მოწესრიგებული ხართ, როგორ ახერხებთ ამას?
– ვთვლი, რომ მსახიობი გარეთ მოუწესრიგებელი არ უნდა გავიდეს. ძალიან მიყვარს ტუჩების გამჭირვალე, მკვეთრი წითელი საცხით შეღებვა. მის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.
– ჯიუტი ხართ თუ აბრეშუმივით ხასიათი გაქვთ?
– საშინლად ჯიუტი ვარ და სწორედ ამ თვისებამ განაპირობა სამსახიობო ხელოვნებაში ჩემი პოპულარობა.
– ამბობენ, რომ თოლგა სარითაშს ხვდებით, ეს სიმართლეა?
– არა, ჩვენ, უბრალოდ, კოლეგები და კარგი მეგობრები ვართ. არ ვაპირებ არაფრის დამალვას, ამ ეტაპზე მამაკაცი მეგობარი არ მყავს და ამას ნამდვილად არ განვიცდი. მიმაჩნია, რომ ღირსეული ქალი მხოლოდ ერთხელ უნდა გათხოვდეს და მთელი სიცოცხლე იმ ერთთან უნდა გაატაროს. ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი არ უნდა აჩქარდეს. ძალიან მინდა, ბევრი შვილი მყავდეს.
– სერიალში “სიყვარულს სიტყვების არ ესმის” ბურაქ დენიზთან ერთად თამაშობთ, რომელიც თქვენი გმირის შეყვარებულია. რთული არ არის სასიყვარულო სცენების თამაში იმ ადამიანთან, რომელიც მანამდე არასოდეს შეგხვედრიათ?
– აუცილებელი არ არის პარტნიორის წარსულის ცოდნა, მთავარია, იყო ის, ვისაც განასახიერებ! ბურაქის გმირს, მურატს, უყვარს ჰაიათი, მაგრამ იმავეს არ განიცდის ბურაქი ჰანდეს მიმართ.
– რაიმე თქვენეულს, პირადს თუ ამატებთ გმირებს, როცა მათ ასახიერებთ?
– რა თქმა უნდა, რაღაც ჩემეულს აუცილებლად ვამატებ.
– გართობისთვის დრო გრჩებათ?
– დროის სიმცირიდან გამომდინარე, სტამბულში გართობის სიამოვნებას მოკლებული ვარ. ჩემი ყველაზე ბედნიერი ხანა ბავშვობაა, როდესაც მეგობრებთან ერთად შუაღამემდე პარკში ვთამაშობდი. დიდ სტამბულში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, მსგავსი ბედნიერება არასოდეს მღირსებია. ამიტომაც მიყვარს გამორჩეულად პატარა ქალაქები, რადგან მხოლოდ იქ ვპოულობ თავისუფლებას.
– ვინ არის თქვენთვის ნამდვილი ვარსკვლავი?
– ბიონსე. ძალიან მსიამოვნებს მისი ყურება.
– სტამბულის გარდა სად იცხოვრებდით?
– ჩემს მშობლიურ იზმირში.
– ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?
– აერობიკით ვარ გატაცებული, სხვაგვარად საკმაოდ მძიმეწონოსანი ვიქნებოდი, რადგან სიმსუქნისკენ ვარ მიდრეკილი.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ, ჟურნალი სარკე

Комментариев нет:

Отправить комментарий