четверг, 26 декабря 2019 г.

სელინ სეზგინ....სელინ სეზგინი— თურქი მსახიობი. დაიბადა თურქეთში, 1987 წლის 20 ივნისს. მისი დაბადების სახელის ფლოდ სეზგინი. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა მთელს თურქეთში სერიალ „ელიფის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სადაც სელინი თამაშობს პატარა ელიფის დედის როლს. სელინი დღემდე ურთიერთობს ემრე კივილჩიმთან, გულჩინ ტუნჩოკთან და იზაბელა დამლა გუვენილირთან.
სერიალი პოპულარულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ინდონეზიაში. აქ მას იცნობენ სახელით მალიქი. 2015 წლის აგვისტოში სელინი თავის მეგობრებთან ერთად იყო მიწვეული ინდონეზიის ერთ-ერთ პოპულარულ ტელეპროგრამაში.
ჯან იამანი..........თურქი მსახიობები რომ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ცხადია. თუ თურქულ სერიალებს არ უყურებთ, მაინც გეცოდინებათ ამა თუ იმ მომხიბვლელი თურქი ვარსკვლავის შესახებ, რადგანაც „ფეისბუქის“ „ნიუსფიდი“ სავსეა მათი ფოტოებითა და ვიდეოებით.ყველა სეზონზე ქართველ მაყურებელს სხვადასხვა ტრფობის ობიექტი ჰყავს. ამჯერად კი, განსაკუთრებული პოპულარობით მსახიობი, ჯან იამანი სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობით ჯერ არც ერთი სერიალი არ გასულა ქართულ ტელეარხებზე, მაინც სუპერპოპულარულია.ჯან იამანი 1989 წლის 8 ნოემბერს, სტამბოლში დაიბადა. ჯანის ბაბუა ალბანელია, ხოლო ბებია მაკედონიიდან გახლავთ. ჯანი დაწყებით კლასებში თურქეთში სწვალობდა, თუმცა შემდეგ მისი ოჯახი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და სკოლა სწორედ იტალიაში დაამთავრა. შემდეგ, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში წავიდა, სადაც იურისპრუდენციას დაეუფლა.უნივერსიტეტში სწავლის დროს ის მსახიობის კურსებზეც დადიოდა და დღეს იხსენებს, რომ მსახიობობა უბრალოდ მისი გატაცება, ჰობი იყო. ჯანი ამბობს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა დაეხმარა მას უკეთესი ორატორი ყოფილიყო, უკეთ მეტყველება შესძლებოდა და ეს მსახიობის პროფესიაში ძალიან გამოადგა.მალე ჯანმა მეგობრების გავლენით გადაწყვიტა, რომ მთლიანად უარი ეთქვა იურისტობაზე და მთელი თავისი დრო სამსახიობო კარიერისთვის მიეძღვნა.
პირველად 2014 წელს, სერიალში Gönül İşleri მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, შემდეგ იყო სერიალები İnadına Aşk, Hangimiz Sevmedik, Dolunay. ყველა მათგანში იამანს მთავარი როლი აქვს. განსაკუთრებული წარმატება მსახიობს სერიალმა „ნაადრევი ფრინველი“/Erkenci Kuş მოუტანა, რომელშიც ის ქარიზმატული ჯან დივიტის როლს ასრულებს.
სწორედ ამ სერიალით გახდა ის პოპულარული საქართველოშიც. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები ჯერ დასრულებული არ არის.
რაც შეეხება ჯანის პირად ცხოვრებას, ის მსახიობ Acelya Topaloglu-ს ხვდებოდა, წყვილი მალე დაშორდა, რის შემდეგაც ჯანის ახალი შეყვარებული მსახიობი ბესთემსუ ოზდემირი გახდა. წყვილი დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, მაგრამ 2017 წლის დეკემბერში დაშორდნენ. „გთხოვთ ნუღარაფერს მკითხავთ ბატონ ჯან იამანზე. ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და დავშორდით. მასზე საუბარი არ მსურს“, - უთხრა ჟურნალისტებს ბესთემსუ ოზდემირმა.ამჯერად თურქული მედიასაშუალებები ჯანისა და მისი ამჟამინდელი ეკრანული პარტნიორის, დემეთ ოზდემირის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერენ აქტიურად. პაპარაცებმა ისინი არერთხელ დააფიქსირეს გადასაღები მოედნის მიღმა, პრივატულ და მყუდრო გარემოში, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობას ჯერჯერობით წყვილი ოფიციალურად არ ადასტურებს.
ჯან იამანი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რა თქმა უნდა, თურქულ ენებზე. ის გატაცებულია კალთბურთით, მაგიდის ჩოგბურთით, რაფტინგით, ბადმინტონით. უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. მსახიობმა შეიმუშავა სპეციალური ფიტნეს პროგრამა და ამბობს, რომ ზედმიწევნით კარგად იცავს მის წესებს. არ იყენებს არანაირ ქიმიურ საშუალებას კუნთების გასადიდებლად. უყვარს გემრიელი საჭმელი და გემრიელად ჭამა. გატაცებულია ასევე სპორტული ცეკვებით და ეს საქმეც შესანიშნავად გამოსდის.
აზრა აკინ...სამწუხაროა რომ მასზე ბევრი ინფორმაცი არ გვაქვს....აზრა აქინი (თურქ. Azra Akın; დ. 8 დეკემბერი 1981ალმელონიდერლანდები) — თურქი მოდელი და მსახიობი[2]მის მსოფლიო 2002-ის გამარჯვებული[3].დაიბადა 1981 წლის 8 დეკემბერს ნიდერლანდების ქალაქ ალმელოში. დედა და მამა 1971 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად ნიდერლანდებში თურქეთიდან.
აზრა აქინი თურქეთის ისტორიაში მეორე მოდელია, ვინც მოუტანა თურქეთს გამარჯვება მის მსოფლიო-ზე[4].
აზრა აქინი თავისუფლად ფლობს ნიდერლანდურთურქულ და ინგლისურ ენებს.
იგი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი თურქეთში[5].
იამემინ ალლენი........იასემინ ალენი დაიბადა 1989 წლის 10 ივლისს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის დუდლი ალენის და ბრიტანელი (მოგვიანებით ბრიტანელ-თურქი) მსახიობის და მომღერლის სუნა ილდიზოღლუს ქალიშვილი.[6][7] მას ჰყავს ძმა სახელად ქაანი.[7][8] მისი ოჯახი გადმოვიდა თურქეთში, როდესაც იგი სამი თვის იყო.[7] დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ალენი დედასთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა.[9] იქ დადიოდა კინოს, ტელევიზიის, დრამის და იაპონურის კურსებზე.[7] მან მოიპოვა ავსტრალიის წამყვანი უნივერსიტეტის ქუინსლენდის უნივერსიტეტის სტიპენდია.[9] თვრამეტი წლის ასაკში დაბრუნდა უკან თურქეთში.[7] შემდეგ დაამთავრა მუჟდათ გეზენის კონსერვატორია თეატრალური ხელოვნების ხარისხით.[10]
ალენს ურთიერთობა ჰქონდა Hayat Devam Ediyor სერიალის მოთამაშესთან ონურ თუნასთან, სერიალის გადაღების დროს. მაგრამ მალე ერთმანეთს დაშორდნენ. 2015 წლიდან ურთიერთობაშია არმაღან ოღუზთან.[11]იასემინ ალენი L'Oréal კონკურსის ფინალისტი იყო.[9] ამავე წელს მთავარი როლი ითამაშა თურქულ ტელესერიალში Elif (ელიფი).[8] 2010 წელს მან შეასრულა ელენას როლი სერიალ Kavak Yelleri და ჯულიეტას როლი სხვა სერიალში Yerden Yüksek2011 წელს შეასრულა ფელინ აქჩას როლი სერიალში Hayat Devam Ediyor2013 წელს შეასრულა ირმაქ თუნალის როლი სერიალ „Merhamet“-ში. ამავე წელს გამოჩნდა სავაჭრო საიტის N11.com რეკლამაში.[9]
2013 წელს, იასემინ ალენმა თურქ მომღერალ ოზჯან დენიზთან ერთად, ითამაშა ოზჯანის სადებიუტო ფილმში Su ve Ateş (წყალი და ცეცხლი), სადაც შეასრულა მთავარი იაღმურ ეფეს როლი.[12] მას შემდეგ ითამაშა დეფნე სულთანის (ფათმა ჰასეკი სულთანი) როლი, თურქულ დრამატულ სერიალში დიდებული საუკუნე (Muhteşem Yüzyıl).[13] იმავე წელს მან ითამაშა სიბელის როლი ტელესერიალ Şeref Meselesi, ხოლო 21-ე ეპიზოდში მისი როლის ქალი დახვრიტეს და ამით დასრულდა მისი როლი ამ სერიალში.
მერიემ უზერლი❤❤❤❤ერიემ საჰრა უზერლი (თურქ. Meryem Sahra Uzerli; გერმ. Meriem Sahra Userli; დ. 12 აგვისტო1983)[1] — თურქ-გერმანელი მსახიობი და მოდელი.[2]მამამისი ჰუსეინი თურქია, ხოლო დედა — ურსულა გერმანელი.[2] მას ჰყავს ორი უფროსი ძმა და ერთი და ქანანი, რომელიც არის ჯაზ-მუსიკოსი. სამსახიობო განათლება მიიღო ფრეზეს დრამატულ სტუდიაში ქალაქ ჰამბურგში. აღსანიშნავია თურქულ საპნის ოპერის სერიალში „დიდებულ საუკუნე“-ში შესრულებული ჰიურმ სულთნის როლი, რისთვისაც მან ჯილდო „ოქროს პეპელა“ მიიღო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი 2012 წელს.
2013 წელს მან დატოვა სერიალი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მისი როლი კი აიღო ვაჰიდე პერჩინმა. თურქეთის დატოვების შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ის დაშორდა შეყვარებულს ჯან ათეშს და აღნიშნა, რომ ის ორსულად იყო მისგან. 2014 წლის 10 თებერვალს [3]
უზერლიმ გააჩინა გოგონა ლარა უზერლი'დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავმა პროექტის დატოვების მიზეზები გაამხილა. როგორც ცნობილი იყო, თურქული სერიალის გერმანელი ვარსკვლავი, 30 წლის მერიემ უზერლი წელს მაისში გადასაღები მოედნიდან გაუჩინარდა და მას მერე პროექტს აღარც დაბრუნებია.

მიზეზად გამოაცხადა, ''გადავიწვიო'' . ასე რომ, ბოლო სერიაში ჰიურემი სხვა მსახიობმა განასახიერა.

განაწყენებული ფანები მზად იყვნენ, პროდიუსერი შუაზე გაეგლიჯათ, ან კიდევ მერიემის ბოიფრენდი, თურქი ბიზნესმენი - ჯან ატეში, ასეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს ქალი. მერიემი დიდხანს დუმდა, მერე კი ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის ამგვარი საქციელის მიზეზი ორსულობა იყო.
-0:14
იყო.
.

среда, 25 декабря 2019 г.

ელჩინ სანგუ.........ჩერქეზული წარმოშობის ულამაზესი თურქი მსახიობი და ოპერის მომღერალი ელჩინ სანგუ დაიბადა 1985 წლის 13 აგვის2017 წელს გამოვიდა მისი პირველი ფილმი "ბედნიერების დრო"ტოს, იზმირის რაიონში.2011 წელს შეასრულა პირველი სადებიუტო როლი ცნობილ თურქულ სერიალში “დაკარგული დრო”, სადაც მომღერლის ჯალეს როლი ითამაშა.შემდეგ მან რამოდენიმე სატელევიზიო დრამაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩდა მისი მთავარი როლი სერიალ "დაქირავებულ სიყვარულში", სადაც ის აზალგზარდა, გულუბრყვილო და ლამაზი დეფნეს როლს ასრულებს. ამ თანამედროვე კონკიას ისტორიის წყალობით მისი პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზარდა და გასცდა საზღვრებს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, რუსეთში, აღმოსავლეთისა და დასავლეთ2015 და 2016 წლებში სანგუმ მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო ჯილდოები სხვადასხვა უნივერსიტეტებში, განათლებაში, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებში.                                  😮❤❤❤❤❤
ბარიშ არდუჩი......... ბარიშ არდუჩი (თურქ. Barış Arduç; დ. 9 ოქტომბერი, 1987, შვეიცარია[1]) — თურქი თეატრისა და კინოს მსახიობი[2]. მისი ოფიციალური სააგენტოა - Ahmet Koraltürk.[3]
ბარიშ არდუჩი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ფეხბურთითცურვითჯომარდობითა და კალათბურთით.
ბარიში აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო და კიბოთი დაავადებულ ბავშვთა დასახმარებელ საქმიანობაში.

воскресенье, 15 декабря 2019 г.



საყვარელი და სიმპატიური ბერქ  ათანი

იგი დაიბადა 1991 წლის 26 სექტემბერს...დაიბადა ქალაქ იზმირში,თურქეთში....ვრცელი ინფორმაცია
ნახეთ ვიდეოშიიი.....

суббота, 14 декабря 2019 г.

გიჟი და ძალიან საყვარელი გოგო ბურჯუ ოზბერგი...ბურჯუ ოზბერგი ქართველმა მაყურებელმა პირველად სერიალით "დიდებული საუკუნე" ხოლო შემდეგ "გიუნეშის ქალიშვილებით გაიცნო"
ნაზლი სინამდვილეში კი ბურჯუ ოზბერქი დაიბადა 1989წლის 12 დეკემბერს ..
გოგონა სკოლის დასრულების შემდეგ მიემართება ანკარაში სადაც აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში რათა აისრულოს ბავშვობის ოცნება..
ბურჯუ მისი ნიჭის წყალობით ძალიან მალე აღმოჩნდება თეატრის სცენაზე სადაც მას რეჟისორი შესთავაზებს ბედი კინოში მოსისერიალის გამოსვლისთანავე გოგონა ძალიან პოპულარული ხდება..
29 წლის მსახიობი აქტიურად არის დაკავებული სპორტით...
ბურჯუს პირად ცხოვრებაზე ძალიან ბევრს სბურჯუ ბირიჯიქი დაიბადა 1989 წლის 4 მაისს ანტალიაში. ბურჯუ მსახიობობამდე რამდენიმე სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა. 2006 წელს, კონკურსში მის მედიტარიანი, გაიმარჯვა,თუმცა არ უყვარს ამის გახსენება,რადგან როგორც თვითონ ამბობს,კონკურსში მონაწილეობის მიღება დედამისის სურვილი იყო. ამის შემდეგ, თეათრის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და აქ გამარჯვების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობობა. მას შემდეგ რაც დაამთავრა ეგეს უნივერსიტეტი არქეოლოგიის განხრით,დაიწყო მუშაობა ბორნოვას მუნიციპალიტეტის თეატრში. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერა.აუბრობდნენ
დააწყვილეს ფილმში მის პარტნიორთან სავაშთან იგივე ბერქ ათანთან თუმცა ეს სიახლე ჭორი აღმოჩნდა მსახიობებმა განაცხადეს რომ ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიანჯონს.მისი დებიუტი ეკრანზე შედგა 2007 წელს, Show TV-ის სერიალში Maçolar.
ბურჯუს რამდენიმე წარუმატებელი პროქტი ჰქონდა,თუმცა გამომდინარე მისი აღნაგობისა და ნიჭისა,წარმატებას მალევე მიაღწია. 2011 წელს ბურჯუმ მონაწილეობა მიიღო,ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ სერიალში “დიდებული საუკუნე”. 2015-2017 წლებში მონაწილეობას იღებდა სერიალში სიცოცხლის სიმღერა,სადაც ჰულიას როლს თამაშობდა. სწორედ ეს როლი გახდა მისთვის წარმატების ბილეთი,მაყურებლებს იმდენად შეაყვარა თავი,რომ სულ მალე თურქეთის შოუბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი ფიგურა გახდა. ბურჯუ თურქეთის შოუბიზნესის ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალების ათეულში,მესამე ადგილს იკავებს.






ცისფერ თვალება ბიჭი კოსმოსიდან თოლგა სარითაში თოლგა სარითაში (თურქ. Tolga saritaş) — თურქი მსახიობი. ისტორიულ სერიალ „დიდებული საუკუნის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი.

დაიბადა 1991 წლის 1 იანვარს. 2009 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, თეატრის მსახიობი გახდა, თუმცა ცოტა ხანში ის უკვე ტელე-ეკრანებზეც გამოჩნდა. მან რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა. 2013 წელს მიიწვიეს სერიალ „დიდებულ საუკუნეში“. მას ამ სერიალმა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. იგი თამაშობს შეჰზადე ჯიჰანგირის როლს. მის პერსონაჟს აქვს კუზი, ამიტომ არც ტახტის მემკვიდრედ მოიაზრება. ჯიჰანგირი კვდება 125 სერიაში, ძმა მუსტაფაზე დარდით.ახალგაზრდა თურქმა მსახიობმა ტოლგა სარიტაშმა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როლით ''დიდებულ საუკუნეში'', მისცა ინტერვიუ HT Magazin-ს.

-ვინ არის ტოლგა სარიტაში, რომელმაც ასე კარგად შეასრულა ჯიჰანგირის მემკვიდრის როლი?
-მე 25 წლის ვარ, ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. მყავს ორი უმცროსი ძმა. ღია ვარ ყველა სიახლისთვის, მიყვარს სწავლა. ჩემი, როგორც მსახიობის, პირველი როლი იყო სამოყვარულო თეატრში. შემდეგ მე შემომთავაზეს უფრო დიდი როლები სერიალებში.გარდა ამისა, მხატვრულ ფილმებში, რამდენიმე მეორე ხარისხოვანი როლი მქონდა.

-გაქვთ სამსახიობო განათლება?
-მე არ მიმიღია განათლება კლასიკური თვალსაზრისით. მაგრამ ვმუშაობდი ისეთ გამოცდილ მსახიობებთან, რომ შემიძლია ვთქვა: ''მე რაღაც გამეგება!''

-როდის გადაწყვიტეთ მსახიობობა?
-თეატრში 12 წლიდან დავიწყე მონაწილეობის მიღება. რამდენადაც მახსოვს ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. არ იყო ისეთი წუთი, როდესაც საკუთარ თავს ვუთხარი: ''მორჩა ყველაფერი გადავწყვიტე, მე მსახიობი ვიქნები!'' მე ყოველთვის ვიცოდი ეს და მუდმივად მივდიოდი მისკენ.

-თქვენ იცნობდით ოსმალების ისტორიას? წაკითხული გქონდათ რამე ამ პერიოდის შესახებ გადაღებების დაწყებამდე?-ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ისტორიით. მაგრამ სულთან სულეიმანის მმართველობის პერიოდის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. გადაღებებამდე წავიკითხე რამდენიმე ისტორიული წიგნი და ვუყურე ბევრ დოკუმენტურ ფილმს ამ ეპოქის შესახებ. მე კარგად მოვემზადე.

-ჰიურემ სულთანი ისტორიაში შევიდა, როგორც ამბიციური, ცბიერი და დაუნდობელი ქალი. რას ნიშნავს თქვენთვის ამბიცია?
-ამბიცია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის. მეც ასევე ამბიციური ვარ იმდენად, რომ კარგი მსახიობი გავხდე. მაგრამ მე არ ვარ პატივმოყვარე და ამაყი.

-რითი ხართ გატაცებული, გარდა მსახიობობისა?
-მიყვარს მუსიკა. ვუკრავ გიტარაზე, განსაკუთრებით ლიცეუმში სწავლის დროს მე დიდი დროს ვუთმობდი მუსიკას.-ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ისტორიით. მაგრამ სულთან სულეიმანის მმართველობის პერიოდის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. გადაღებებამდე წავიკითხე რამდენიმე ისტორიული წიგნი და ვუყურე ბევრ დოკუმენტურ ფილმს ამ ეპოქის შესახებ. მე კარგად მოვემზადე.

-ჰიურემ სულთანი ისტორიაში შევიდა, როგორც ამბიციური, ცბიერი და დაუნდობელი ქალი. რას ნიშნავს თქვენთვის ამბიცია?
-ამბიცია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის. მეც ასევე ამბიციური ვარ იმდენად, რომ კარგი მსახიობი გავხდე. მაგრამ მე არ ვარ პატივმოყვარე და ამაყი.

-რითი ხართ გატაცებული, გარდა მსახიობობისა?
-მიყვარს მუსიკა. ვუკრავ გიტარაზე, განსაკუთრებით ლიცეუმში სწავლის დროს მე დიდი დროს ვუთმობდი მუსიკას.